ირაკლი ხმალაძე: ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 18 ნოემბერი 2023, 15:27

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მინდა გამოვეხმაურო „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს. სიუჟეტის ანონსში „მთავარი არხის“ ე.წ. „წყარო“, შეცვლილი ხმით ჰყვება აბსურდულ ისტორიას, თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არც ერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მით უმეტეს დაკავებული, არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო.

ამავდროულად, ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ! დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთ ხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს!

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის!“, - წერს ირაკლი ხმალაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
ნათია თურნავა: ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს
ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა - თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ
„ბიბისი“ - გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ რამდენად გაგვაჩნია ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი, რადგან გვერდიდან მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია
არქივი