სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
თამარ ჩიბურდანიძე: მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლითა და მისი საქართველოში, პოლიტიკაში დარჩენით, ოპოზიციური კი არა, სახელისუფლებო ფრთა გაძლიერდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 20 ნოემბერი 2023, 19:12
მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით არის იმის აღიარებითი ჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნიდან იმართება. სააკაშვილმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა ქვეყანაში მისი შეწყალება უბრძანეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაინახავს, რომ ოპოზიციურ ფლანგს სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში, ის არჩევნებზე აუცილებლად მივა და ხელისუფლება ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებს.

„სააკაშვილმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა ქვეყანაში მისი შეწყალება უბრძანეს. ანუ, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის აგენტია. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გავიგეთ. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მას, ეს უკვე მათი დღის წესრიგის ნაწილია, თუმცა, არა მგონია უცხოეთი ასე არაგონივრულად მოიქცეს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ციხიდან გამოსვლით და საქართველოში, პოლიტიკაში დარჩენით, როგორც თავად აპირებს (პრემიერ-მინისტრობასაც კი გეგმავს, თავისი გადმოსახედიდან), ოპოზიციური ფრთა კი არა, სახელისუფლებო ფრთა გაძლიერდება. ზუსტად იმის ანალოგი მოხდება, რაც სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურზე მივიღეთ, როდესაც ხალხი არ გამოვიდა არჩევნების პირველ ტურზე, რადგან მათ არ მოსწონდათ სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ გამოვიდა მეორე ტურზე მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო. 

იმ 40%-ის ხმა, რომელიც სხვადასხვა კვლევაში ჯერ თავის არჩევანს არ აფიქსირებს (და საერთოდ, არჩევნების წინ, ერთი წლით ადრე,  სტანდარტია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 40-45%-ს შეადგენდეს), ოპოზიციას არ ეკუთვნის. იმიტომ, რომ ოპოზიციას ვინც აძლევს ხმას (მით უმეტეს, დღეს, როცა ამის გამო არავის არ ავიწროებენ), ისინი ამას ღიად აფიქსირებენ. იმ 40-45%-ში, სულ ცოტა, 10-15% ხელისუფლების მხარდამჭერია. იქ არის ძალიან ბევრი ისეთი ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ სახედაკარგული და დაქსაქსული ოპოზიციის ფონზე ხელისუფლება მით უმეტეს გაიმარჯვებს; არიან ისეთებიც, რომლებიც განაწყენებულები არიან და საერთოდ არ დადიან არჩევნებზე, მაგრამ, თუკი ისინი დაინახავენ, რომ ოპოზიციურ ფლანგს სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში და ის საფრთხე, რაც მათთვის მანამდე არარეალური იყო, რეალური გახდება, გარეთ აუცილებლად გამოვლენ, აქტივობა საგრძნობლად გაიზრდება და ხელისუფლება ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება
გიორგი ვოლსკი ივანე ჩხიკვაძეზე: როდესაც კონგრესმენებს ტყუილს უყვები, ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, კარგი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ
პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა
არქივი