სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 20 ნოემბერი 2023, 20:50

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა
პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?
არქივი