პაველ ჰერჩინსკი - ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს, ასევე ბევრ მინისტრს, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სურვილია, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 ნოემბერი 2023, 11:36

ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს, ასევე ბევრ მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სურვილია, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, რამდენად ხედავს საქართველოს მთავრობისგან მზაობას რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება და რეფორმები გაგრძელდება.

„12 რეკომენდაციის შესრულებაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს, ვესაუბრეთ ბევრ მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სურვილია, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ ვნახავთ. დეკლარაციები ადგილზეა. რაც ჩვენ გვჭირდება, არის იმპლემენტაცია. იმედი მაქვს, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, რათა საქართველო უფრო დაავაახლოოთ ევროკავშირის წევრობასთან, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან ნათელი და მკაფიო სურვილია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
ნათია თურნავა: ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს
ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა - თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ
„ბიბისი“ - გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ რამდენად გაგვაჩნია ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი, რადგან გვერდიდან მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია
არქივი