სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ბექა დავითულიანი: სააკაშვილის შეწყალება შეიძლება იყოს შეფუთული, როგორც დეპოლარიზაციისა და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ არავინ ევროპიდან სერიოზულად არ აყენებს ამ საკითხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 21 ნოემბერი 2023, 18:35

სააკაშვილის შეწყალება შეიძლება იყოს შეფუთული, როგორც დეპოლარიზაციისა და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს იქნება შეფუთვა და მეტი არაფერი, ყველამ ვიცით, რომ არავინ ევროპიდან სერიოზულად არ აყენებს ამ საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს, აქვს ამის ბერკეტი და უფლებამოსილება გააჩნია. თუმცა, მას ნათქვამი აქვს „არა და არასდროს“ და მოუწევს თავის თავს და ამ სიტყვებს გადააბიჯოს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, მას მოუწევს თანაზიარი გახდეს იმ დანაშაულების, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია. იმ დანაშაულების თანაზიარობა მე არ მგონია, რომ ადვილი ტვირთი იყოს ვინმესთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, რომელიც ისედაც ვერ იქნება მაინც და მაინც პერსპექტიული. მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ფაქტი თავისთავად მას ძალიან დაუმძიმებს პოლიტიკურ ბიოგრაფიას. შეიძლება ეს იყოს შეფუთული, როგორც დეპოლარიზაციისა და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს იქნება შეფუთვა და მეტი არაფერი. ყველამ ვიცით, რომ არავინ ევროპიდან სერიოზულად არ აყენებს ამ საკითხს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც და მაინც უნდა შეიწყალონ. არავის არაფერში ეს ფიგურა არ სჭირდება. მეტსაც გეტყვით, ეს ფიგურა არ სჭირდება თავის თანაგუნდელებსაც კი, იმიტომ, რომ ვერ გაუგიათ მისი ფუნქცია რა უნდა იყოს. უბრალოდ ისინი ცდილობენ პარაზიტირებას და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების საკუთარ ყულაბაში მოქცევას. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ მიდის მისი სახელით მანიპულირება და ამიტომ ითხოვენ შეწყალებას, რომ ვინმემ ბრალი არ დასდოს გახლეჩილი ორი მხარიდან ერთმანეთს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს სააკაშვილის გარეთ გამოსაშვებად. თორემ გარეთ არც მელიას და არც ხაბეიშვილის გუნდს აღარ სჭირდებათ სააკაშვილი“, - აღნიშნა დავითულიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი