ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“: მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია - აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, სწორედ ეს არის ოლიგარქიული დამოკიდებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 21 ნოემბერი 2023, 19:14

კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. - ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს დეოლიგარქიზაციის გეგმა და ისინი კონკრეტულ კანონს ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა, რომ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად.

„თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი არც ფაქტი არსებობს, არც მტკიცებულება. მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, ეს არის სწორედ ოლიგარქიული დამოკიდებულება.

ჩვენ გამზადებული გვქონდა კონკრეტული კანონი სწორედ პერსონალიზებული მიდგომის მიხედვით, თუმცა, ჯერ ვენეციის კომისიამ და შემდეგ ევროკომისიამ თქვა, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და პირდაპირ მოითხოვეს ამ კანონის არმიღება. ახლა რა უნდა ოპოზიციას ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ან ვერა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა
2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
არქივი