სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მოვახერხებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი კი არ იყოს არჩევნების წინ, არამედ იყოს რამდენიმე პოლუსიანი - ამას მოვახერხებთ იმ შეთავაზებით, რომელსაც შევიმუშავებთ ჩვენს ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 28 ნოემბერი 2023, 21:32
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თებერვალში საზოგადოების წინაშე პარტია ახალი კონფიგურაციით წარდგება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, „ლელომ“ ჩაატარა კვლევა, თუ ვინ სურს საზოგადოებას, რომ „ლელოსთან“ პარტნიორულ ურთიერთობაში იყოს 2024 წლის არჩევნებისთვის.

„პირველ რიგში იმდაგვარ პარტნიორობას უნდა მივაღწიოთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უნდა, რომ ნახოს. საზოგადოებას აქვს წარმოდგენა ვინ შეიძლება იყოს პარტნიორობის ნაწილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვნახეთ კვლევებში. მათ უნდათ ის პარტნიორები „ლელოსთან“ ერთად, რომელთაც შეუძლიათ სინერგიის მოტანა. შევეცდებით ეს კვლევის შედეგები გავატაროთ ცხოვრებაში, ალბათ, თებერვალში. ჯერ არ ვასახელებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ სანამ ყველანი მზად არ ვიქნებით, რომ საზოგადოების წინაშე წარვდგეთ, არ გვინდა წინ გავასწროთ მოვლენებს. ეს არის საკმაოდ სენსიტიური და მგრძნობიარე მოლაპარაკებები. ჩვენ ვნახავთ, როგორი შედეგი გვექნება თებერვლისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის აუცილებელია, რომ გააქტიურდნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ველზე არსებული ორი ძირითადი პოლუსიდან, არცერთს არ უჭერენ მხარს.

„ჩვენ მოვახერხებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი კი არ იყოს არჩევნების წინ, არამედ იყოს რამდენიმე პოლუსიანი. ამას მოვახერხებთ იმ შეთავაზებით, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ყელში ამოუვიდა ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი.

მამუკა ხაზარაძის მოწოდება, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“, იყო საზოგადოების მიმართ, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ გვქონდა ის, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც არცერთ პოლუსს მხარს არ უჭერენ, ნიჰილიზმი იქნა დანერგილი. მათი აქტივობა იქნება განმსაზღვრელი „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის. ეს მოწოდება ემსახურება იმას, რომ მოქალაქეებში გამარჯვების რწმენა დავაბრუნოთ. რა კონფიგურაციასაც დაგვიკვეთს ამომრჩეველი, იმ კონფიგურაციის წევრი იქნება „ლელო“ აუცილებლად. ამოცანაა, რომ სანამ დაიწყება აქტიური წინასაარჩევნო ფაზა, ჩვენს შესაძლო პარტნიორებთან ერთად სწორედ იმ კონფიგურაციით მოვახერხოთ ჩამოყალიბება, რომელიც იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აღარ უნდა „ქართული ოცნების“ მმართველობა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება უნდა ხელისუფლებაში, ამ ხალხისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ლელოს“ პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია იყოს, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მელიასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ნიკა მელიასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ის დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაშია“, მე როგორც ვიცი. თვითონ არ ამბობს, არ ვარო, შესაბამისად სხვა პარტიის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი