ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 28 ნოემბერი 2023, 22:38
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"[აზერბაიჯანის] სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს გაკეთებული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის შესახებ მიკერძოებული იყო და არ ასახავდა რეალობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სახელმწიფო მდივანმა, [ენტონი] ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის დაშვება დეკემბერში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანმა ბლინკენმა მიიღო ეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება
ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების გამოსვლების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე აჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები და აქცია დასრულდა
ფინელი პარლამენტარი - ქართველებო, ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ყველანი ვართ ევროპა - არასდროს დანებდეთ!
მიხაილ როთი - გლობალური ომის პარტია საფრთხეს მხოლოდ თქვენთვის არ წარმოადგენს. საფრთხეს წარმოადგენს გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის. გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია
პოლონელი დეპუტატი მიჰაუ კამინსკი - მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი
არქივი