სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 29 ნოემბერი 2023, 00:22

თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პედაგოგობა, მით უმეტეს, დირექტორობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის უდიდესი პასიხისმგებლობის ტარება, რასაც ჰქვია ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

„ჩვენი ქვეყნის სიძლიერე არის მართლაც იმ მომავალზე, რასაც ჰქვია ხარისხიანი განათლება. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს და პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენი პედაგოგებისთვის. თუმცა, მათთვის ადეკვატური და გნებავთ სამართლიანი ანაზღაურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, სადაც ადამიანებს უწევთ უაღრესად დიდი შრომის ჩადება, ვერასოდეს იქნება ჩვენი პედაგოგების ამაგი დაფასებული სამართლიანად ხელფასში გამოხატული. ეს არის სტატუსი და ამ სტატუსიდან და პატივიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული წევრები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის მომავლისთვის იმ საფუძველს, რაზეც დგას ნებისმიერი ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
არქივი