იენს სტოლტენბერგი - ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 29 ნოემბერი 2023, 00:35
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ ბრალდებებზე საპასუხოდ, განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა მოქმედებდეს, თუმცა ომი უკრაინასა და ღაზაში ძალიან განსხვავებულია.

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ჩინეთის საკითხზეც. მისი თქმით, მიესალმება, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.

„ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ალიანსად, მაგრამ ჩვენი გამოწვევები გლობალურია, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, არაბმა ლიდერებმა დასავლეთის ქვეყნები იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ არ გამოიყენეს იგივე სტანდარტები ღაზაში ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ, რასაც მიმართეს უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
სოზარ სუბარი: 2008 წელს სააკაშვილმა დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებდა და კოდორის ხეობა საარჩევნო მიზნით, ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში
არქივი