სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 29 ნოემბერი 2023, 22:32
„ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა. 

 მისი თქმით, თუ ევროკავშირში მიღებული იქნება FARA-ს კანონი, საზოგადოება ინფორმირებული იქნება, რა ინტერესები იმალება ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ ამა თუ იმ კანონის, ან პროექტის ლობირების უკან. 

 „ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით (ევროპული კანონის ფორმულირებები როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით ზუსტად), ქართული კანონი ითხოვდა ერთადერთ რამეს - ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მედია, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, იყო ვალდებული წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებინათ ეს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. ხოლო თუ ამ ინფორმაციას არ მიაწოდებდა, მაშინ ამას გააკეთებდა იუსტიციის სამინისტრო თვითონ. მაშინ, როცა ამერიკაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არ გამოაქვეყნებ, ან არასწორ მონაცემებს მიაწოდებ იუსტიციის დეპარტამენტს. აი ეს არის განსხვავება ქართულ და ამერიკულ კანონებს შორის. ქართული კანონი ამერიკულიდან არის გადმოღებული. " - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის ასეთი კანონის მიღება მნიშვენლოვანი საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც. 

 "რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ კანონს ევროკავშირი იღებს და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. უცებ აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ევროკომისიის თანამშრომლები იღებენ უამრავ ფულს, რომელიც არ არის დეკლარირებული და იღებენ ამ ფულს ისეთი ქვენებიდან, როგორიც არის არაბული ქვეყნები, შესაძლოა, ჩინეთიდან და ლობირებენ ისეთ კანონებს და პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია და არაა მისაღები. ამის შესახებ არ იცის არავინ. დღეს ექნებათ ვალდებულება ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი გამოაქვეყნონ. ჩვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი: გვახსოვს, მსოფლიო პრესაში რომ იბეჭდებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატიები, უცებ გავიგეთ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ მეშვეობით, რომ ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო საქართველოდან. 

გავიგეთ, რომ სააკაშვილის დედის მხრიდან ფინანსდებოდა მთელი რიგი აქტივობები ამერიკაში, იქიდან ფინანსდებოდა გარკვეულწილად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი აქტივობები სააკაშვილის გასათავისუფლებლად, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ საქმიანობაში. 

როდესაც გვეცოდინება, რომ მსგავსი კანონი იქნება მიღებული ევროკავშირში, გვეცოდინება ის პარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებს იღებენ, რა დგას მათ უკან. ერთ მაგალითს მოვიყვან, არის პოლონელი ევროპარლამენტარი ბატონი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობს სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე (სხვათა შორის, მისი მეუღლეც). საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი აქვს გაკეთებული - საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილი გარეშე არ არსებობსო. 

სიკორსკი არის ის ადამიანი, ქართველი „ნაციონალები“ საქართველოს პარლამენტში რომ ხშირად იყენებენ, აი ხედავთ, რას ამბობენ ევროპარლამენტარებიო - ასე თქვა, მაგალითად, ქალბატონმა ბოკუჩავამ. ეს სიკორსკი ყოველთვიურად 100-ათას ევროს იღებს არაბული ქვეყნებიდან (მრავალი წლის განმავლობაში), გაურკვეველი საქმიანობისთვის, მიზნებისთვის და ეს არ არის დეკლარირებული და არსად არ ჩანს რისთვის და რატომ იღებს. როდესაც ევროკავშირში მიღებული იქნება ასეთი კანონი, კარგად გავიგებთ იმასაც, სიკორსკის თუ სხვათა განცხადებების უკან რა დგას და რა იმალება“, - განაცხადა სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად - მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს
დათა თავაძე გამჭვირვალობის კანონზე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ გავიდეს; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშინელი, ამაზრზენი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასდროს მიიღონ საქართველოში
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა
აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, დასავლეთ საქართველოში ფერომონიან დამჭერებს ათავსებენ
თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს
არქივი