2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 29 ნოემბერი 2023, 22:35

პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგლამენტის პროექტის მიხედვით 2025 წლის 1 იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის, იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

„რეგლამენტის ცვლილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტებით, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტები იწყება 8-ით და მთავრდება 10-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით.

შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი როთიზე: გერმანული პოლიტიკიდან გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ გვეტენება, ერთი რამითაა დაკავებული - ქართველები დააპირისპიროს, ლანძღოს ჩვენი ეკლესია. ვინც მას ჩაეხუტება, იზიარებს მის მორალს
მამუკა მდინარაძე: ვერ გავუგებ ადამიანს, რომელსაც რაღაც რუსულის გაპროტესტება უნდა, ებრძვის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა
მამუკა მდინარაძე: ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ
შალვა პაპუაშვილი კულებაზე: ქართველებს რომ გვექაჩებოდა უკრაინის ომში, თვითონ რატომ არ მიდის იმ ომში, რომელიც მის სამშობლოს ეხება?! მე რამდენადაც ვიცი, ის საერთოდ უკრაინაშიც არ არის ახლა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონ რასა იუკნევიჩიანეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე სხვა მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა რეჟიმის დაბრუნება სურთ
არქივი