ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 30 ნოემბერი 2023, 00:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.

ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შემდგომ პროცესში ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან განხილული იყო ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.

ვიზიტის პირველ დღეს ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის 15-მდე შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე – ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან. ილია დარჩიაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.

ეუთო-ს მინისტერიალი (29 ნოემბერს – 1 დეკემბერს) ქ.სკოპიეში იმართება ორგანიზაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ფარგლებში. მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ, მათ შორის სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს – ტყუილი, ლიქნი და ფარისევლობა ცოდვაა, სავარძელს ჩაფრენა და ქვეყნის ამოგდებისთვის აღმა-დაღმა ფრენა დიდზე დიდი ცოდვაა!
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
ლევან იოსელიანი არაფორმალურ დაჯგუფებებზე: ეს არის ძალიან საშიში მოვლენა - მათ პასუხი უნდა აგონ
ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
არქივი