კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 06 დეკემბერი 2023, 11:51

გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს - მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„არ შემიძლია, კიდევე ერთხელ არ გამოვეხმაურო გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს რეფორმასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მითითებებს არ ვითვალისწინებთ. ამას გავეცი პასუხი, რომ ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუეა. ამის შემდეგ მან განმეორებით მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში. ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის პოზიტივს არ მოუტანს. გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს და მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის კომპანიები არიან, ასეთი რეფორმები გაუტარებიათ, ასეთი პროექტები განუხორციელებიათ. რა თქმა უნდა, მათ მივყვებით თანმიმდევრულად, ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერ გამოვიგონებთ.

მივყვებით იმას, რაც არის გაკეთებული ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დიდ ქალაქებში, სადაც ანალოგიური პრობლემა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან გამომდინარე და შეუძლებელია რაღაცების გადმოკოპირება. იმის გათვალისწინებით, რა რელიეფური მდგომარეობაც ქალაქში გვაქვს, მაქსიმუმი კეთდება.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რათა იყოს ყველაზე სწრაფი, კომფორტული. ამისთვის შემოგვყავს ახალი თვრამეტ მეტრიანი ავტობუსები, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორეში, კეთდება საავტობუსო ზოლები. დამატებით რამე თუ იცით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება. ამის არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ეს ქალაქი ხომ ყველასია, ვშრომობთ და ვმუშაობთ, რათა ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უბრალოდ, სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა, არ აკეთებენ, აზრზე არ არიან, არ იციან – თქვენ თუ იცით, გვითხარით და გავაკეთებთ, ოღონდ ეს არგუმენტებზე, კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ისე, ვიღაცას რაღაც წარმოუდგენია. ასე არ არის. ყველა გადაწყვეტილების უკან უდგას შესაბამისი კვლევები, დაკვირვებები. შეუცდომელი არავინ არის, შესაძლოა, ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ისეთი რამ, რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ, გვითხარით. 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 000 ავტომობილი დადიოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს – ტყუილი, ლიქნი და ფარისევლობა ცოდვაა, სავარძელს ჩაფრენა და ქვეყნის ამოგდებისთვის აღმა-დაღმა ფრენა დიდზე დიდი ცოდვაა!
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
ლევან იოსელიანი არაფორმალურ დაჯგუფებებზე: ეს არის ძალიან საშიში მოვლენა - მათ პასუხი უნდა აგონ
ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
არქივი