სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ რამდენად გაგვაჩნია ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი, რადგან გვერდიდან მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 06 დეკემბერი 2023, 12:02

შეხვედრაზე აინტერესებთ ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი რამდენად გაგვაჩნია, რადგან გვერდიდან რომ უყურებენ, მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია, მგონი, გასაგები გახდა, რომ სინამდვილეში, ერთია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საჯარო სივრცეში რა რიტორიკით გამოდიან და მეორეა, გვაქვს თუ არა ერთად დასხდომის და რაღაცებზე საუბრის უნარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკისტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ოპოზიციას საუბარი და შეთანხმება შეუძლია.

„მგონი, შთაბეჭდილება დარჩათ, რომ საუბარი და შეთანხმება შეგვიძლია. ერთ-ერთი პრინციპული საკითხი არის, რომ თუ დარჩება 5%-იანი ბარიერი, ანტირუსული ხმები ამ ქვეყანაში არ დაიკარგოს და ამ ხმებიდან გამომდინარე მანდატები არ წაიღოს „ოცნებამ“. ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კონფიგურაციას, რომელიც იქნება გამარჯვების რეცეპტი, რომელიც არ მისცემს საშუალებას „ოცნებას“ წაიღოს აქედან მანდატები. ოღონდ მაგის დრო იქნება სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე. ახლა ჩვენ ამ თემაზე აღარ ვმუშაობთ, თუმცა ამის დრო დადგება და ეს დრო იქნება მომავალი წლის გაზაფხული. ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი არის ხელის შეშლა „ქართული ოცნების“ ხმების გამომძალველი მანქანისთვის, რომლის სათავეშიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამის პროექტი არის „მონა.ჯი“ და მეორე არის ემიგრანტებთან მუშაობა, რომ საზღვარგარეთ გაიხსნას, რაც შეიძლება ბევრი უბანი, რომ ემიგრანტების მაღალი ჩართულობა იყოს, რადგან არ შეიძლება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდეს მილიონი ადამიანი და არჩევნებზე მოდიოდეს 13 ათასი. მათთვის ამ ხმის მიცემის პროცედურების გამარტივება არის პრინციპული საკითხი, ამაზეც დაწყებულია პროექტი და უკვე დაახლოებით 20-მდე ქალაქში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნები გაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი