„ბიბისი“ - გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 06 დეკემბერი 2023, 12:05

გერმანიის მინისტრთა კაბინეტი საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას, მთავრობის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი დახარვეზდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საშობაო არდადეგების დაწყებამდე პარლამენტს მხოლოდ ერთი სესია დარჩა, მომდევნო წლის საბიუჯეტო კანონი კი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.

კრიზისი 15 ნოემბერს დაიწყო, როდესაც გერმანიის კონსტიტუციურმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი უკანონოდ ცნო. კერძოდ კი, ახალი ვალების აღების საკითხი, რომელსაც კონსტიტუციაში 2009 წელს ანგელა მერკელის მიერ ინიცირებული „ვალების მუხრუჭის“ კანონი არეგულირებს და რომლის თანახმადაც, მთავრობას ახალი ვალის აღება მხოლოდ გარკვეული ლიმიტით შეუძლია. მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტში გადაცდომებთან დაკავშირებით სასამართლოს ოპოზიციურმა, კონსერვატიულმა პარტიამ მიმართა. ახლა ოლაფ შოლცის კაბინეტი ცდილობს, არსებულ მოკლე ვადაში კორექტირება შეიტანოს დოკუმენტში.

„ვალების მუხრუჭის“ კანონი საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს. თუმცა, ამის ნაცვლად, მთავრობამ პანდემიის დროს მორჩენილი ვალის დახარჯვა გერმანიის მწვანე ენერგეტიკაზე გადასასვლელად გადაწყვიტა, რაც კონსტიტუციურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო. შედეგად, სავარაუდო დეფიციტი 2023 წლისთვის 60 მილიარდ ევროს, 2024 წლისთვის კი – 17 მილიარდს შეადგენს. „ვალების მუხრუჭისთვის“ გვერდის ასავლელად, მთავრობამ 2023 წელი საგანგებო მდგომარეობის წლად გამოაცხადა, რომელიც, რუსეთის უკრაინაში ომის ფონზე, ენერგეტიკული კრიზისითაა გამოწვეული, რაც, გამორიცხული არ არის, ასევე გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. უცნობია, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას 2024 წლის ვალთან დაკავშირებით.

მედიაში პროგნოზირებენ, რომ გამოსავალი, შესაძლოა, გადასახადების გაზრდა, ხარჯების შემცირება და მეტი ვალის აღება გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის შეწყალება მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ, ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას დაუჭირა მხარი
იულია ნავალნაია - პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი