საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 10 დეკემბერი 2023, 18:50

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 და 12 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კუბამ BRICS-ში წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა
გივი მიქანაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად - პრემიერის რეკომენდაციით, მოეხსნათ სტატუსი
გივი მიქანაძე: „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას
გივი მიქანაძე: ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე: ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე
არქივი