სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დიმიტრი პესკოვი - სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მოსკოვი ელოდება გარანტიებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 12 თებერვალი 2024, 17:21

რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვი ელოდება სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში, უპასუხა: „ვინმეს დაკავებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი