ნიკოლ ფაშინიანის პასუხი კითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში - ვინმეს დაკავებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 12 თებერვალი 2024, 17:24

პრემიერ-მინისტრს თავისი უფლებამოსილება აქვს სომხეთის რესპუბლიკაში. არავითარ შემთხვევაში ეს უფლებამოსილება არ შეიცავს საკითხის გადაწყვეტას პირის დაპატიმრების შესახებ. ეს ყველაფერი კანონიერი პროცედურებით ხდება, – ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვას, ვლადიმერ პუტინი რომ სომხეთში ჩავიდეს, დააკავებს თუ არა სომხეთის პოლიცია.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ სომხეთის რესპუბლიკამ რომის სტატუტზე შეერთების პროცესი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ეს გადაწყვეტილება ჩვენს უსაფრთხოების გარემოში ცვლილებების შეფასებით იყო განპირობებული. ჩვენ რომის სტატუტის რატიფიცირება მოვახდინეთ სხვა საკითხებთან ერთად, გავაანალიზეთ 2022 წლის სექტემბრის ომის შედეგები და აღვნიშნეთ, რომ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში არის გარკვეული ბზარები. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან რთული პერიოდი იყო. ეს გადაწყვეტილება სომხეთის უსაფრთხოების დონის ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება სამართლებრივ ნიუანსებს, ახლა ვერ ვაკეთებ იურიდიულ ანალიზს, რადგან ეს იურისტების საქმეა. ვფიქრობ, როგორც უკვე ვთქვი, სომხეთმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ, უნდა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში. სხვათა შორის, ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება და სამართლებრივი ანალიზი არსებობს. კერძოდ, არიან იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურებს აქვთ იმუნიტეტი მათი სტატუსიდან გამომდინარე. ვგულისხმობ, რომ ეს არის სამართლებრივი და არა პოლიტიკური საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელო და ვუპასუხო. ნება მომეცით, გაგიმხილოთ საიდუმლო. 2018 წლიდან სომხეთში ბევრი ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმა დაიწყო და მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა დააკავონ და ვინ –  არა. სომხეთში არის სამართლებრივი წესრიგი, არის იურიდიული ინსტიტუტები და ყველა შემთხვევაში სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები არიან ისინი, ვინც იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ამისთვის გვაქვს პროკურატურა, გვაქვს სასამართლოები, გვაქვს საგამოძიებო კომიტეტი და ა.შ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, სომხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით, სომხეთის რესპუბლიკაში არსებობს კანონის უზენაესობა. პრემიერ-მინისტრს თავისი უფლებამოსილება აქვს სომხეთის რესპუბლიკაში. არავითარ შემთხვევაში ეს უფლებამოსილება არ შეიცავს საკითხის გადაწყვეტას პირის დაპატიმრების შესახებ. ეს ყველაფერი კანონიერი პროცედურებით ხდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს – ტყუილი, ლიქნი და ფარისევლობა ცოდვაა, სავარძელს ჩაფრენა და ქვეყნის ამოგდებისთვის აღმა-დაღმა ფრენა დიდზე დიდი ცოდვაა!
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
ლევან იოსელიანი არაფორმალურ დაჯგუფებებზე: ეს არის ძალიან საშიში მოვლენა - მათ პასუხი უნდა აგონ
ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
არქივი