NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 25 თებერვალი 2024, 18:00
NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა - დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.

ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია.

„შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ", - აღნიშნა პერ ეკლუნდმა.

მისივე თქმით, არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში.

ამასთან, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, ევა ბუშამ აღნიშნა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

როგორც ცნობილია, 19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. აღნიშნული დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველს წარმოადგენდა.

მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას; აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

როგორც პრესრელიზშია განმარტებული, დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე გაიმართა, რაც ხაზს უსვამს არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობისათვის საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო სამზადისის მნიშვნელობას. თბილისში გამართული ვიზიტისას, დელეგაციის წევრები მთავრობის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ, მათ შორის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებსა და დონორ ორგანიზაციებს.

დელეგაციამ სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის და მისი თანმდევი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელთა ქცევის კოდექსის, არჩევნების საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების (მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებების) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოა. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი.

NDI-ის ცნობით, დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული.

„NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება მოქალაქეების ჩართულობის, ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის გზით. დღემდე NDI-ის მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნების დაკვირვება აქვს განხორციელებული, მათ შორის საქართველოში 1992 წლიდან ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნების“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტუდენტების აქცია 23 აპრილს კვლავ გაიმართება
სახელმწიფო დეპარტამენტი - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე
დავით კაჭარავა: დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!
არქივი