სუს-ი - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 28 თებერვალი 2024, 19:37

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სერგეი ლავროვი - ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა - რუსეთი ამას არ შეეგუება
უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად ღვთისმსახურმა წაიკითხა
კახა კალაძე - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვების დღეს
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 20 და 21 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
არქივი