ნინო ლაცაბიძე - საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი და რუსთავის მერის მოადგილე, იმ დროს რომ რისკები სწორად შეფასებულიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 03 მარტი 2024, 09:35
ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით, იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა,  - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. 
რუსთავის მერი ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქში წყალმომარაგების მხრივ არსებულ პრობლემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორი წელია, „ჯი ვი პი“- სთან, სემეკის ჩართულობით დაწყებულია უმნიშვნელოვანესი პროცესი იმისთვის, რომ გამოწვევა, რაც ქალაქს ისტორიულად აქვს, ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დაძლეული. 
„პოლიტიკურად, ეს სამი დღე ძალიან დიდი ნეგატივი მოდის და მე ამ ნეგატივს ვიღებ ჩემს თავზე იმის მიუხედავად, რომ ეს კომპანია არ არის მუნიციპალური, სახელმწიფო. ეს ადამიანები, მათ შორის გახარიას პარტიიდან, რომლის თავმჯდომარეც დღეს საკრებულოში დაწერილ ტექსტსაც ვერ კითხულობს ნორმალურად, ეს ადამიანი რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით და იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა,  რა შედეგამდეც მივედით. ჩვენც შეგვიძლია გადავაგოროთ, როგორც ისინი აგორებდნენ ამ პრობლემას წლიდან წლამდე, გათხრიდნენ, რაღაცას შეადუღებდნენ და ისევ მიწას მიაყრიდნენ, მაგრამ ვხედავთ რისკებს, რომ დღეს ეს სამუშაოები რომ არ ჩაატაროს „ჯი ვი პი“- მ, რომელშიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს სემეკს და რუსთავის მერიის გუნდს, ჩვენი ქალაქი რამდენიმე წელში კიდევ უფრო მეტი კატასტროფის წინაშე დადფება“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. 
მისივე თქმით,  რაც ქალაქი დაარსდა, მას შემდეგ არ გამოცვლილა სისტემა.
„წლიდან წლამდე, მათ შორის ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა შეროზიამ, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა და კარგად იცოდა და იცის, რა რისკები ელოდა ქალაქს, დღემდე მოიყვანა სწორედ წყალმომარაგება ამ პროცესამდე. ორი წელია სემეკთან ერთად ვაიძულეთ კომპანია, რომ რუსთავს ღირსეული ცხოვრების საშუალება მოგვცეს. ჩვენ ვაკეთებთ ახალ სკვერებს, ახალ ბიბლიოთეკებს, ახალ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებს და აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ქალაქში არ არის წყალი. თუმცა, ეს სამი დღის გათიშვა არ იყო დაუდევრობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ დავაწყებინეთ იმგვარი პროექტები, რომელიც ეტაპოვრივად გამოიყვანს ქალაქს ამ რთული სიტუაციიდან. გუშინ ხრამის სათავე ნაგებობიდან, (ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი, რითიც მოგვეწოდება წყალმომარაგება), დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი, 2200 მეტრზე ჩაიდო ახალი მილი და ამ ახალ სისტემაზე გადაერთებისთვის იყო საჭირო ეს სამი დღე, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სამუშაოები იყო. არ ვისაუბრებდი ამას, რომ არ ვიყო ჩართული, ორი ღამის განმავლობაში ადგილზე ვეცნობოდი იმ სამუშაოებს, რომელიც ტარდებოდა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი რუსთავის ისტორიაში და ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება დღეს კიდევ სოციალურ ქსელში, რაღაც გაურკვეველ არხებზე იღლიცინონ იმაზე, რაც მათი დანაშაულით დღემდე მოვიდა“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტუდენტების აქცია 23 აპრილს კვლავ გაიმართება
სახელმწიფო დეპარტამენტი - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე
დავით კაჭარავა: დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!
არქივი