თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 03 მარტი 2024, 09:36

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის რბოლაში ფავორიტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ უწოდა.

„მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ, როგორც თქვენი ყოფილი და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ, როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი. ეს გახლავთ თაღლითური და საშიში მანქანა. ეს არის ანტიდემოკრატიული მანქანა. ეს ადამიანები არიან ბანდიტები და მჩაგვრელები“, – განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
არქივი