მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი (Medicana Health Group ) ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
624 03 მარტი 2024, 10:57
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი  (Medicana Health Group ) ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია. 

ვინ არიან ისინი და რა ინოვაციაა ქართულ სამედიცინო ბაზარზე მათი შემოსვლა. 

სამედიცინო სფერო, სწორედ  ის მიმართულებაა, რომელზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. 

სწორედ, სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი არის გარანტია ადამიანებმა გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. 

,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი"  კი სწორედ, რომ ამას გვპირდება! 

,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი” არის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი და მომსახურებას უწევს პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

,,მედიკანა" თურქეთის 7 ქალაქში  16 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და  ყოველწლიურად,   5 მილიონ ამბულატორიულ და 500 ათას სტაციონალურ  შემთხვევას უწევს მომსახურებას. 

აღნიშნული სტატისტიკა, მიუთითებს პაციენტთა მომართვიანობის მაღალ მაჩვენებელზე,  რაც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს თუ რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობა  მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის მიმართ.

ნებისმიერი პაციენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტის შექმნას. 

,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი" პაციენტისთვის  ნამდვილად ქმნის   კომფორტის ზონას.  

,,მედიკანას" მაღალკვალიფიციური ექიმები, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები, სპეციალიზებული განყოფილებები და კლინიკები, სამედიცინო და ქირურგიული განყოფილება, ორგანოთა გადანერგვის ცენტრი, რობოტული ქირურგია  და ბევრი სხვა მიმართულება, იძლევა საშუალებას ადამიანებმა მიიღონ საკმაოდ ფართო სამედიცინო მომსახურება და განამტკიცონ საკუთარი ჯანმრთელობა. 

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი” ახალი ოფისით უკვე თბილისშია.

4 მარტს 17:00 საათზე ,,მედიკანას ჯანდაცვის ჯგუფის" თბილისის ოფისის გახსნითი ცერემონია გაიმართება. 

ღონისძიებას ,,მედიკანას"  სამედიცინო დირექტორი და ,,მედიკანა" ქადიქოის გენერალური დირექტორი ნეჯიფ ქოზალი გახსნის. 

ასევე, ჰოსპიტალში არსებულ თანამედროვე მიდგომებზე, მაღალი ტექნოლოგიების აპარატურაზე,   ინოვაციებზე, მომსახურების ხარისხზე ისაუბრებენ მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის  გამორჩეული წარმომადგენლები. 

რას სთავაზობს ,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი” ქართველ მომხმარებელს, რამდენად დააინტერესებს ის ქართულ ბაზარს და რამდენად წაადგება ქართველ პაციენტს ,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი” სამედიცინო  მომსახურება ამაზე ახალი ამბების სააგენტო ,,ონგოუ",  პრეზენტაციის შემდეგ გააცნობს მკითხველს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სერგეი ლავროვი - ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა - რუსეთი ამას არ შეეგუება
უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად ღვთისმსახურმა წაიკითხა
კახა კალაძე - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვების დღეს
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 20 და 21 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
არქივი