შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 26 მარტი 2024, 19:02

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, მსურველებს საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის შესარჩევი კომისიის კანდიდატებს კომისიის წევრობაზე თანხმობისთვის.

„დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი