საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 26 მარტი 2024, 21:20

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
არქივი