პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება, ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს, ამასთან, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა და საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 27 მარტი 2024, 13:59

ჩვენ უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა შევძლოთ შემდგომ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ, თუმცა სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს ტრანსფორმაცია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ევროკავშირის წევრ. ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები, ზოგიერთი მათგანი არ არის მარტივი, სჭირდება ბევრი ძალისხმევა და ყველას ჩართულობა. გზამკვლევის უზრუნველყოფისთვის, კანდიდატის სტატუსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ შევაფასებთ გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის ოქტომბრამდე პროგრესს. მუშაობა გრძელდება, ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია. ჩვენ ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამავდროულად, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა, განხილვა და საუბარი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, მისი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს კონტაქტების ინტენსიურობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

„ვაპირებთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და 27 წევრ სახელმწიფოს, დიალოგის გასაძლიერებად. რატომ? რადგან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ეს ძვირფასი დროა. ჩვენ უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, ევროკომისიისგან რეკომენდაციებით, წავიწიოთ წინ შემდეგი ნაბიჯისკენ თუ მოვიცადოთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, რა იგულისხმება ღია საკითხებში, ჰერჩინსკიმ განცხადა, რომ ღია საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი გულწრფელია. მისივე თქმით, ცხრა ნაბიჯი მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის, სენსიტიურ სფეროებში.

„რა თქმა უნდა, არსებობს ღია საკითხები და ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ მათ შესახებ. ეს ბუნებრივია. თუ გადახედავთ ცხრა ნაბიჯს, ის მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის ძალიან სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის, მართლსამსაჯულების რეფორმებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება საუბარი, ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა და რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირს სურს , რომ საქართველო გახდეს მისი წევრი და ასევე პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არსებობს ნება, დარწმუნებული ვარ, გამოსავალიც იქნება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო
ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
არქივი