პრემიერი: სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 27 მარტი 2024, 14:03

დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას - ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და, რაც მთავარია ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გუშინდელმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

„გუშინ ნამდვილად დაიწერა ისტორია, თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანია. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას“, - განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და ვეტერან ფეხბურთელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
არქივი