კახა კალაძე: მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმის მოწყობაში დაგვეხმარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 27 მარტი 2024, 14:54

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებას გაუსვა ხაზი.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის ემოცია და თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა მინდორზე აჩვენეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი გამარჯვებული და ბედნიერი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი