გურამ მაჭარაშვილი: რატომ არ ამბობს ოპოზიცია, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან? იმიტომ რომ მათივე ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა ამას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 27 მარტი 2024, 15:27
კონსტიტუციის დონეზე გვინდა იყოს გარანტირებულად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და, რა თქმა უნდა, გარანტირებულად, როგორც დღეს არის, ასევე გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვა, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა. ვერაფერს ამბობენ ამ საკითხზე. რატომ არ ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან? იმიტომ რომ მათივე ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა ამას“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. კონსტიტუციური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლგბტ პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხე ხელოვნურად გამოგონილია და ამ თემით მანიპულაცია ხდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
არქივი