რატი იონათამიშვილი გვარამიას საქმეზე: ველოდები როდის მოითხოვს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვეტინგსა და შემოწმებას კეთილსინდისიერებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 27 მარტი 2024, 15:31

რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაში არ მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდნენ, ქართულ სასამართლოს ბოდიში უნდა მოუხადონ.

„ველოდები როდის მოითხოვს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვეტინგსა და შემოწმებას კეთილსინდისიერებაზე. რამდენჯერ უნდა შეარცხვინოს ევროპულმა სასამართლომ ეს ადამიანები? ფაქტია, რომ სწორედ გვარამიას საქმე იყო, რომელზეც ეს ადამიანები დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენი სასამართლოსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ გვარამია იყო პოლიტპატიმარი და ამისთვის მოსამართლეების სანქცირებასაც კი მოითხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ იმდენად მართალი იყო ქართული სასამართლოები, რომ სტრასბურგმა წარმოებაშიც კი არ მიიღო ეს საქმე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად ხელოვნურად არის მოხვეული ეს ვეტინგის კამპანია სინამდვილეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, აღიარონ ეს ყველაფერი და ბოდიში მოუხადონ ჩვენს სასამართლოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოში პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავსად, სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
არქივი