არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 28 მარტი 2024, 12:40

არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, - ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს.

არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა“, - დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს ამ ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ პროვოკაციებს, კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება, 28 აპრილს, ბზობას როგორ შეიძლება აქცია, მაგრამ გასაგებია ეს მრწამსი და დამოკიდებულება
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება სავარაუდოდ, არ გაუცია
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
არქივი