შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 მარტი 2024, 13:17

შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.

„ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს
„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია: შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში
არქივი