მაკა ბოჭორიშვილი - უცხოური გავლენების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების საკითხი მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებისთვისაც, ჩვენ მათზე ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, თუმცა სპეკულაციები მოჰყვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 მარტი 2024, 13:42

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები, ჩარევა და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.


ბოჭორიშვილის თქმით, უცხოური გავლენების შესახებ მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა, რაზეც სურდათ აქცენტის გაკეთება საქართველოში, აქტუალურია ევროპული ქვეყნევისთვისაც.


მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს.


„ის, რაც საფრანგეთში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური გავლენები გამოწვევაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. პირველი შემთხვევა არ არის, როცა გავლენების საკითხი განიხილება. ევროკომისიაც მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. რასაც ვსაუბრობდით და რაზეც გვინდოდა, გაგვეკეთებინა აქცენტი – მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც. იცით, საქართველოში როგორი განვითარება ჰქონდა ამ საკითხს, მოხდა სპეკულაცია ამ თემით და „რუსული კანონით“, რაც აბსოლუტურად არარელევანტური იყო. საკითხი მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებისთვის და ამაზე მსჯელობენ. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები, ჩარევა. ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეიძლება ითქვას, ჩვენ ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მოჰყვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი