პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 28 მარტი 2024, 14:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაური სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.1

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა
არქივი