ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 28 მარტი 2024, 15:14

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ბრიუსელში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მონაწილეებმა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

თანდილაშვილმა ევროკავშირს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის უწყვეტი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა
ირაკლი ზარქუა: 29 აპრილს არის კიდევ ერთი, მორიგი დემონსტრირება ერთიანობის
არქივი