ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 28 მარტი 2024, 16:06
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

„ჩვენს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, მანამდე უფრო ხშირად ვკონტაქტობდით“, – ამბობს შოლცი.

შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შოლცი პუტინს მოსკოვში ეწვია.

„ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ პირადად მოსკოვში. გახსოვთ, ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მე მომიწია მასთან ერთად ჯდომა, რადგან ის ღელავდა კორონავირუსზე? ჩვენ ამაზე ოთხ საათზე დიდ ხანს ვსაუბრობდით“, – გაიხსენა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების გადაწყვეტილება პუტინის ხელთაა.

„მშვიდობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პუტინმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს მისი ბარბაროსული კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – განაცხადა კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ პროვოკაციებს, კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება, 28 აპრილს, ბზობას როგორ შეიძლება აქცია, მაგრამ გასაგებია ეს მრწამსი და დამოკიდებულება
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება სავარაუდოდ, არ გაუცია
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
არქივი