ირაკლი კობახიძე - დისკუსია იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 29 მარტი 2024, 16:02

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან.

„უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხვეწოთ ის პროგრამა, რომელსაც უკვე წარვადგენთ სექტემბრის თვიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც დღეს მივიღეთ სტუდენტებისგან. ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი