ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 29 მარტი 2024, 16:18

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად.

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები გავაკეთე, როცა მქონდა საპარლამენტო გამოსვლა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად.

სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ გვაქვს კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან მოწინავეები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არიან სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის მხრიდან, სადაც იყო ეჭვი დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სატანადო სამართლებრივი პროცედურები. დანარჩენი ამის მიღმა არის სპეკულაციები“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი