ანჯეი დუდა - ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ მოხალისეების, მათ შორის პოლონეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ, ეს ტრაგედია უნდა აგვიხსნან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 03 აპრილი 2024, 00:04
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვას, რომელთა შორის ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქეა.

როგორც დუდა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის მოხალისეების, მათ შორის პოლონეთის მოქალაქის ღაზის სექტორში დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები მათ საყვარელ ადამიანებთანაა. ამ მამაცმა ადამიანებმა შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ თავიანთი მუშაობით და სხვებისადმი თავდადებით. ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და უნდა აგვიხსნან“, – წერს დუდა „ტვიტერზე“.

ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ავსტრალიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. თავდასხმის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ღაზაში მუშაობა შეაჩერა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
არქივი