გიორგი მამარდაშვილი: ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, ნაკრებში თამაში არის ყველაზე რთული, რადგან გიწევს შენი ხალხის, შენი გერბის წინაშე თამაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 03 აპრილი 2024, 00:20

ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დებიუტი შედგა. ფეხბურთელისთვის ნაკრები ძალიან ბევრს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველაზე რთულია.

„ყველაზე რთულია, რადგან გიწევს შენი ხალხის, შენი გერბის წინაშე თამაში. რაც არ უნდა ბევრი ტიტული გქონდეს გუნდში მოგებული, ნაკრებში თამაში საერთოდ სხვა რამეა, დიდი წნეხია“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

მან ასევ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ვალენსიაში დაიწყო თამაში.

„უკვე ვიცოდი, რომ ვალენსია დაინტერესებული იყო, თუმცა ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მალე მომიწევდა ლა ლიგის თამაში. ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ესპანური არ ვიცოდი, ინგლისურიც ძალიან ცოტა ვიცოდი. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ოჯახური გარემო იყო. შემდეგ მასწავლებელი ავიყვანე და ენაც ავითვისე“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს – ტყუილი, ლიქნი და ფარისევლობა ცოდვაა, სავარძელს ჩაფრენა და ქვეყნის ამოგდებისთვის აღმა-დაღმა ფრენა დიდზე დიდი ცოდვაა!
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
ლევან იოსელიანი არაფორმალურ დაჯგუფებებზე: ეს არის ძალიან საშიში მოვლენა - მათ პასუხი უნდა აგონ
ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
არქივი