შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტზე სხვადასხვა პირს ვესაუბრე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც - ისინი ხელებს შლიან, არ იციან ფული როგორ იხარჯება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 03 აპრილი 2024, 21:12

საელჩოს თხოვნით მივმართე, რომ ქართული საზოგადოებისთვის არასამთავრობო პროექტების დაფინანსების საჯაროობა უზრუნველყონ - თუ ევროკავშირი პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ მათი ფული კანონის გვერდის ავლით იხარჯება და თუ ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც უნდა თქვან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

 „გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა პირს ვესაუბრე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა. მათ შორის, ვესაუბრე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ელჩსაც. საელჩოს მე ოფიციალური წერილიც მივწერე. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ "ევროპის დემოკრატიული ფონდი" ჯარიმების პროექტს აფინანსებდა. უცებ გასკდა სკანდალი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯარიმებს იხდიდა და მათ თავიანთ დამფინანსებლად USAID-ს ფონდი ჰქონდათ მითითებული. საელჩომ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და საიტზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა, რომ პროექტს რეალურად "ევროპის დემოკრატიის ფონდი" აფინანსებდა. ამას მალავდნენ.

საელჩოს მოთხოვნით მივმართე, რომ ქართული საზოგადოებისთვის მსგავსი არასამთავრობო პროექტების დაფინანსების საჯაროობა უზრუნველყონ. ზოგჯერ, როცა ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს და ელჩს ვესაუბრები ხოლმე, ისინი ხელებს შლიან, რომ არ იციან ფული როგორ იხარჯება. ეს თვითონ ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც, გარკვეულწილად, დამალულია. საელჩოს პასუხიც ეს იყო, რომ ეს ცალკე ორგანიზაციაა და მათი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის პასუხი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. თუ ევროკავშირი პასუხისმგებლობას არ ირებს იმაზე, რომ მათი ფული კანონის გვერდის ავლთ იხარჯება და თუ ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც უნდა თქვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
არქივი