პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 03 აპრილი 2024, 21:50

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პოკურატურაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
ლევან იოსელიანი არაფორმალურ დაჯგუფებებზე: ეს არის ძალიან საშიში მოვლენა - მათ პასუხი უნდა აგონ
ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
პაველ ჰერჩინსკი სანქციებზე: ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება
არქივი