არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას: დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 03 აპრილი 2024, 22:39

დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას რადიკალურ ოპოზიციას.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას წარსულზე საუბარი არ სურს.

„ვხვდებით, რომ წარსულზე აქვთ ალერგია და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ამიტომ მოგვიწოდებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაივიწყოს ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ წარსული. წარსულის დავიწყებას რა მოჰყვება, ეს კარგად ვიცით ისტორიიდან და ჩვენი წინაპრებისგან. ამიტომ წარსული დავიწყებას ვერ მიეცემა ვერანაირად და ყოველთვის, როდესაც თქვენ იქნებით მორალის პოზიციიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ ისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, იცოდეთ, ყოველთვის გაგახსენებთ წარსულს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას კარგად საქმე არც აწმყოში აქვს.

„აწმყოშიც ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე, რადგან თქვენ არ გიხარიათ და არ გულშემატკივრობთ საქართველოს. თქვენ დიდი ხანია აღარ ხართ სახელისუფლებო გუნდისა და სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის ოპოზიცია; დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია, შეეცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინა
მერაბ ქვარაია: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ავირჩიეთ მშვიდობა და ვთქვით, რომ შერიგება ერთადერთი უალტერნატივო მიდგომაა
ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი და უხეში ჩარევა გარედან
ლევან მაჭავარიანი: მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს, როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა
არქივი