კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 04 აპრილი 2024, 17:06

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშუალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ბერაია დაინიშნა
არქივი