ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 13 აპრილი 2024, 14:24

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი - საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ - ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. ასევე იცით, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში, და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ - რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ასე რომ, ყველა კითხვაზე არის გაცემული პასუხი. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
არქივი