ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყო გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 17 აპრილი 2024, 17:12

გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყო გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან.

„საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები, არაერთი სხვა მიმართულებითაც და შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში, ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტურ მიზეზთა გამო, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან. რაც შეეხება დასავლეთს, ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი