მეთიუ მილერი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 18 აპრილი 2024, 20:05

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.

“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.

საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. ასეთი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან”, - წერს მილერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით
მათი მიზანია არეულობა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა - კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ისინი სასტიკად წააგებენ
მთავარი არის ეროვნული ღირსებისა და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გააკეთებ, ამ შემთხვევაში შედეგებს მიიღებ ყველა მიმართულებით - ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე
2020 წლიდან, „ენჯეობის“ აქტიური მონაწილეობით, ვიხილეთ რევოლუციის ორი წარუმატებელი მცდელობა
მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები
არქივი