ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 18 აპრილი 2024, 21:14
კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.

"შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის.
ჩვენმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში." - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
არქივი