ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 აპრილი 2024, 10:49

ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, იტყვის თუ არა საქართველო თავის დამოუკიდებელ სიტყვას საერთაშორისო აქტორების თანასწორად, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მის მიმართ მრავალი ქვეყნის ინტერესი არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად პატარა ქვეყანა ვართ და არავითარი გავლენა გვაქვს გლობალურ ეკონომიკაზე, გამოგვარჩევს ის, რომ ჩაბმულები ვართ იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანზე არ არის საუბარი. ეს არის: ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ., ყველანაირი დერეფანი. საქართველო ამ გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ვინც მართავს საქართველოს, ის იქნება ამ დერეფნის შუაგულში და ის მართავს ეკონომიკურ ნაკადს. ეს ეკონომიკური ინტერესები კი არ არის ხელწამოსაკრავი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ
მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე
ვლადიმერ ბოჟაძე NED - ის დირექტორის განცხადებაზე- ეს ,,ვაჟკაცი" აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს, ქართულ იდენტობას
კახა კალაძე - შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, შეურაცხყოფა მომაყენოთ
იოანე შაიშმელაშვილი: ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“
არქივი